www.moors.in -

Role Play Regulations / როულ ფლეის რეგულაციები [HEAVY RP-ში]

ავტორი: vache333 დამატებულია 26-09-2019, 17:38
- მოგსალმებით, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის ხელმისაწვდომი არ არის ქართული სამპის ფორუმი და დაგეგმილი მაქვს moors.in ზე მოღვაწეობა, გადავწყვიტე,რომ ელემენტარული რაღაცეები მაინც დამეწერა, რაც დაგეხმარებოდათ და სამომავლოდ გზას გაგინათებდათ ჰარდ ერპესკენ, მოკლედ იმედი მაქვს ადმინისტრაცია ამის წინააღმდეგი არ იქნება...

- გაითვალისწინეთ,ის რომ ყველა სერვერს თავისი რეგულაციები გააჩნია, მაგრამ ძირითადად ,როგორც არის იმას დაგიწერთ
- წესები ეხება მხოლოდ და მხოლოდ ჰარდ ერპეს.
----------------------------------------------
იყავი თავაზიანი, დაფიქრდით მანამდე სანამ რამეს მოიმოქმედებთ ან იტყვით. არ არის საჭირო შეურაცმყოფელი სიტყვების გამოყენება ადმინებისადმი, რომლებიც არიან სერვერზე იმისთვის, რომ დაგეხმარონ.

იყავით როულფლეიში ყოველთვის. თუ ხედავთ ვინმეს, რომ არღვევს სერვერის წესებს, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ მიბაძოთ მათ და გაიმეოროთ იგივე. თქვენ შეიძლებათ შეწყვიტოთ როულფლეი, გახვიდეთ თამაშიდან ან უბრალოდ გადახვიდეთ ოოც ჩათში თქვენი სურვილით, მაგრამ ადმინის ნებართვის გარეშე თქვენ ამის უფლება არ გაქვთ.
გადავხედოთ ქვემოთ მოცემულ მაგალითს. მაგალითად:

შეწყვიტოთ როულფლეის ადმინის ნებართვის გარეშე, რადგან ადმინი არ მოვიდა გამოძახების შემდეგ.
გახვიდე თამაშიდან დაჭერის დროს, რადგან თქვენ გგონიათ, რომ უმიზეზოდ გიჭერენ და შეგიძლიათ დატოვოთ სერვერი.
თუ თქვენ ჩვეულებრივად თამაშობთ როულფლეის და ამ დროს, რომელიმე მოთამაშე ცდილობს დაგეკონტაკტოს OOC გზით (/b ან /pm) თქვენ ის უნდა დააიგნოროთ და გააგრძელოთ თამაში. იმ შემთხვევაში თუ ადმინი ცდილობს შენთან დაკონტაკტებას და არის დიუთიზე, უნდა გასცე პასუხი, ამის თავის არიდების შემთხვევაში შენ დაისჯები.

თუ თქვენ იპოვეთ ბაგი სერვერზე, თქვენ გევალება, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდო ადმინისტრაციას. ბაგის გამოყენება ისჯება სამუდამო ბანით.

სერვერზე ვსაუბრობთ ქართულად. აკრძალულია ინტერნეტ ენის გამოყენება IC-ში (lol,omg,etc). OOC ჩათში როგორიცაა /b ვსაუბრობთ ქართულად. თუ გინდაT, რომ ისაუბროT სხვა ენაზე IC-ში, თქქვენ დაწერილ ტექსტს უნდა დაურთოთ წინ [Language], მაგალითად Nick_Holmes says: [Spanish] Hey?

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვა სერვერთან დაკავშირებით გამოიყენეთ ქომანდი: /helpme. თუ გაქვთ რაიმე პრობლემა გამოიყენეთ /ra. ნუ მიწერთ ადმინებს ხშირად და ნუ გაუფლუდავთ. (ფლუდი ისჯება 5 წუთიანი ადმინჯეილით)

თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ AFK-ზე (Away From Keyboard) მაქსიმუმ 10 წუთით, თუ ხართ ხალხმრავალ ადგილას და ხალხი ცდილობს, რომ ითამაშოს როულფლეი თქვენთან.
----------------------------------
1. Metagaming

Out Of Character ინფორმაციის გამოყენება In Character-ში (metagaming) არ არის დაშვებული სერვერზე. იმ ინფორმაციის გამოყენება IC ში, რომელსაც ვერანაირად ვერ გაიგებდა თქვენი პერსონაჟი.
მაგალითად:
Nick_Holmes კითხულობს Jay_Watson-ს ნეიმთაგს და თამაშობს ისეთ როულფლეის თითქოს იცნობს მას.
Nick_Holmes წერს Jay_Watson-ს OOC-ში და ეუბნება მას. რომ გაქურდავენ. Jay_Watson დაიმალება და შეცვლის მის IC მოქმედებას.
* Nick_Holmes ფიქრობს იმ ადამიანზე, რომელმაც მოკლა და ცდილობს გადაუხადოს სამაგიერო მას.

გაფრთხილება: მეტაგეიმინგი ისჯება ადმინ ჯეილით ან ბანით, გააჩნია მოქმედებას.
----------------------------------
2. SA-MP ფიზიკა

სამპის ზოგიერთ მოქმედებას ვერ ჩავასწორებთ, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი გამოყენების ქვეშაა. არ შეიძლება ამ მოქმედებებით თავის დაღწევა როულფლეიდან.
ესენი არის:
Bunnyhopping - გადაადგილება სწრაფად, ხტუნვით.
Olympic swimming - მუდმივად ცურვა ისე რომ არ იღლები და არ გაკლდება არაფერი.
Hopping/Tapping on bikes/motorcycles - როდესაც ცდილობთ რომ გადაადგილდეს ორბორბლიანი ტრანსპორტი უფრო ჩქარა, მაგალითად ბაიკზე ისრის ხშირად დაჭერა რაც ასწრაფებს ტრანსპორტს.
Ninja-jacking - მოთამაშის მანქანიდან გადმოგდება ყოველგვარი როულფლეის გარეშე.
Drive-bying driver with an SMG - სროლა სხვისთვის მძღოლის ადგილიდან.

გაფრხილება: მოცემული წესების დარღვევა ისჯება ადმინ ჯეილით.
----------------------------------
3 . Deathmatching

მოთამაშის მოკვლა არანაირი როუფლეი მიზეზით არ არის დაშვებული. პროვოკაცია წესების დაცვით არის ნორმალური. ტერორისტის როლის სათამაშოდ საჭიროა ადმინის უფლება.

ეს ასევე მოიცავს revenge killing-ს - როცა სპაუნდები სიკვდილის შემდეგ და კლავ იმ მოთამაშეს ვინც მანამდე მოგკლა. თქვენი პერსონაჟის მეხსიერებაში იშლება ის მომენტი, როდესაც მოთამაშემ მოგკლა, ამიტომ შენ ვერანაირად გაიხსენებ IC-ში შენს მკვლელს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაგარჩინეს ექიმებმა და გაქვს რაიმე დაზიანება, ეს მომენტი არ იშლება თქვენი პერსონაჟის მეხსიერებიდან ამიტომ შეგიძლიათ, რომ გააგრძელო ეს როულფლეი.

თუ თქვენ მოგკლეს და არ იცი რატომ თუ რა იყო ამ მკვლელობის მიზეზი, თქვენ გაქვთ უფლება, რომ კითხოთ იმ მოთამაშეს რომელმაც მოგკლათ (OOCly). თუ თქვენ ხართ მკვლელი და გკითხავენ ამავეს, თქვენ ხართ ვალდებული გასცეთ პასუხი, თუ ამ კითხვას აარიდებ თავს წესების დაცვით დაისჯები.
----------------------------------
4. Safezones

თქვენ არ შეგიძლიათ ჩაიდინოთ რაიმე სახის დანაშაული ხალხმრავალ ადგილებში, რომელი ადგილებიც არის დაცული.
ეს ადგილები არის:
ლოს სანტოსის აეროპორტი.
ქალაქის მერია .
ბანკი (იმ შემთხვების გარდა თუ არ არის ბანკის ძარცვა).
მანქანის დილერშიპები.
ყველა პოლიციის/ემერჯენსის დეპარტამენტი.
Idlewood Gas Station
Pizza Stack (საღამოს 19:00 საათიდან შესაძლებელია)
ლეგალური იარაღების მაღაზიები.
----------------------------------
5. Disgusting Role play.

OOC უფლების გარეშე არ არის დაშვებული მსგავსი როულფლეი.
Rape.
Cannibalism.
Pedophilia.
Bestiality.
Necrophilia.
Dismemberment
Sexual harassment (ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ასახავს ძალადობრივ სექსუალურ როულფლეის).
თუ გაქვს თანხმობა ამ როულფლეის იმ მოთამაშისგან, რომელსაც ეთამაშები IC ში, უნდა მოხდეს თქვენ ორში მხოლოდ, არ უნდა იყოს ახლოს არავინ.

6.Robbing & Scamming

Robbing ეს არის მოთამაშისგან რაიმის წართმევა, გაძარცვა. Scamming არის მოთამაშის მოტყუება და მისთვის რაიმის წართმევა ისე, რომ თქვენ არაფერი გადაიხადოთ, შესთავაზოთ იარაღი ვინმეს და ფული გამოართვათ, იარაღი კი არ მისცეთ. ძარცვა და სკამინგი არის IC საქმე.

ყველა მოთამაშე უნდა იყოს მინიმუმ 5 ლეველი, რომ მიიღოს ძარცვაში ან სქამინგში მონაწილეობა. თქვენ შეგიძლიათ გაძარცვოთ მაქსიმუმ $5.000. შენ შეგიძლია დასკამო ადამიანი მაქსიმუმ $50.000-ზე. არ არსებობს ლიმიტი იარაღებზე, ნარკოტიკებზე და ნივთებზე, რომლებსაც ართმევ მოთამაშეს ძარცვის დროს. შენ არ გაქვს უფლება მოკლა მოთამაშე Robbing -ის ან Scamming-ის შემდეგ. თუ თქვენ გაგძარცვეს ან დაგსკამეს, თქვენ გაქვს უფლება გაძარცვოთ იგივე მოთამაშე 2 საათის შემდეგ. სახლის, ბიზნესის და მანქანის დასკამვა არ არის დაშვებული.

ბანკის ძარცვას სჭირდება ადმინის უფლება. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვო ბანკის ძარცვის უფლება მაღალი რანკის ადმინისტრატორთან, ბანკის ძარცვის წესები არის ქვემოთ...

თქვენ არ შეგიძლიათ გაძარცვოთ ბანკი თუ არ არის ონლაინში 10 მოთამაშე მაინც PD-ში.
თქვენ გჭირდებათ, რომ გაარკვიოთ ადმინისტრაცია ყველაფერში, თქვენს მოფიქრებულ გეგმაში და ა.შ.
როდესაც, თქვენ შეხვალთ ბანკში იარაღით, გადაეცემა დეპარტამენტს და დაიწყება ბანკის ძარცვა ავტომატურად.
რომელი, მძარცველიც მოკვდება ბანკის ძარცვის დროს ავტომატურად მიდის CK-ზე.
პოლიციის რაოდენობა თუ შეადგენს 10-15 კაცს, აქვს მეორეჯერ მოსვლის უფლება და პირველივე სიკვდილზე CK-ზე არ წავა.
თუ არის 15 კაცზე მეტი პოლიციელი, რომელიც მოკვდება PK-ზე მიდის და აღარ ექნება უფლება ,რომ დაბრუნდეს უკან სიტუაციაში.
გაფრთხილება: ისჯება ბანით ან ადმინ ჯეილით.
----------------------------------------------------------------
იმედი მაქვს რაღაც ინფორმაციას მიიღებთ, თუ ეს პოსტი კონტენტს არ შეეფერება ადმინისტრაციამ წაშალოს!
- ადმინისტრატორებს უფლება აქვს დაარედაქტიროს ყოველივე ეს, გაითვალისწინეთ კიდევ ერთხელ რომ ეს რეგულაციები არის ჰარდ რპ-ში , და მაინც სავალდებულოა თითოეული სერვერის წესებს თავიდან გაეცნოთ,რადგან დიდი ალბათობით იქნება ცვლილებებიც!
----------------------------------------------------------------
--- ეს იყო პირველი ნაწილი, წესები შემოგთავაზათ vache333-მა,მადლობთ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.

კომენტარები:

დაამატე კომენტარი
  • MartinCearm

  • 14 ოქტომბერი 2019 13:09
  • ჯგუფი: მომხმარებელი
  • რეგისტრაცია: 14.10.2019
  • სტატუსი: გასულია
  • 1 კომენტარი
  • 0 სიახლეები
^
Добрый день. Подскажите пожалуйста. Есть ли какие-то сервисы по накрутке лайков. Недорогие. По типу этого
тут
  • Нравится
  • 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.